კობა გურული - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

კობა გურული - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

კობა გურული –  საქართველოს დამსახურებული მხატვარი.

      დაიბადა 1930 წლის 23 ივნისს, არის თავის.უ.ფლობის საბრძოლო ხელოვნების კარატეს ფედერაცია "იაკოდო"–ს არსის ფუძემდებელი. 1956 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, მოქანდაკე კობა გურული ინტენსიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებში.

     1962 წელს პირველად წარსდგა საზოგადოების წინაშე ჭედური ნამუშევრით – ,,გუთნისდედა". ამავე წელს მონაწილეობა მიიღო საკავშირო გამოფენაში ლითონის ქანდაკებით – ,,მწიფობისთვე", შემდეგ კი მუდმივად მონაწილეობდა საქართველოსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამართულ გამოფენებში: რუსეთი (მოსკოვი) 1958 წელი, პოლონეთი 1964 წელი, თურქეთი (იზმირი)–1964 წელი, აფრიკა (ალჟირი) 1965,1967 წლები, გერმანია 1969,1983 წლები,იტალია 1970, საფრანგეთი 1970, აშშ (ვაშინგტონი, ლოს ანჟელესი, მინეაპოლისი,ჩიკაგო, ბოსტონი,ნიუ იორკი) 1972 წელი, დორტმუნდი 1974, სააბრუკენი 1975, შვეცია 1976, ბელგია 1977, საბერძნეთი 1972,ჩეხოსლოვაკია 1978, დანია 1980,პორტუგალია 1981,1986 წლები, ირლანდია 1982, ფინეთი 1982, ინდოეთი 1983, მონღოლეთი 1984  და სხვა.

     მისი პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო გერმანიაში 1967 წელს, შემდგომში იუგოსლავია 1968 წ, თურქეთი-1970, იაპონია-1970, უნგრეთი-1971, კანადა-1971, რუსეთი-1972, კვიპროსი-1973, ბალტიისპირეთი-1973,გერმანია-1974, ავსრია-1983, საფრანგეთი-1982 და სხვა...

     კობა გურული გარდაიცვალა 9 აპრილს 2010 წელს.